თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ხელშეწყობით 9 თებერვალსფრანგულ-ქართული დარგობრივი სკოლა ფიზიკაში გაიხსნა, რომელიც 13 თებერვლამდე გასტანს. ლექციებს, ფრანგი, ქართველი და გერმანელი პროფესორები კითხულობენ. ქართველ სტუდენტებთან ერთად სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ 4 უკრაინელი და 2 ჩინელი სტუდენტი.
სკოლის ლექციებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.